აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა განახლდა

აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა განახლდა
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა განახლდა
28 დეკემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის
ვეტერინარული კლინიკა
(
vet klinika
) განახლდა, რაც მოიცავს სარემონტო სამუშაოების განხორციელებასა და ახალი თანამედროვე დანადგარების შესყიდვას.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. ვეტკლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, სტაციონარს დაავადებული ცხოველებისთვის, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა.
ასევე, ვეტკლინიკას აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა
და
სასერტიფიკატო პროგრამების
სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის განახლება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელდა 50%-იანი თანადაფინანსება.
მსგავსი სიახლეები
22 აპრილი 2026
კონკურსი ედისონის ლიგა
22 აპრილი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია
22 აპრილი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეშვიდე გაცნობითი პროგრამა
21 აპრილი 2026
მასტერკლასი თემაზე: „ბრინჯის კრეატიული კერძები ვალენსიიდან“
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში