iPod - ვიკიპედია
შინაარსზე გადასვლა
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
iPod
ამჟამად წარმოებული iPod-ები
მწარმოებელი
Apple
ტიპი
პორტატული მედია დამკვრელი
გამოშვების თარიღი
2001
ონლაინ სერვისები
iTunes-ის მაღაზია
iPod
— პორტატული მედია დამკვრელების ბრენდი, გაშვებული
2001
წლის
23 ოქტომბერს
, რომლის დიზაინს და მარკეტინგს კომპანია
Apple
ახდენს. ამჟამად ხაზი შედგება ძირითად,
მყარ დისკზე
დაფუძნებულ
iPod Classic
-ს, ძვირადღირებულ სენსორულ ეკრანიან
iPod Touch
-ს, საშუალო კლასისთვის განკუთვნილ ვიდეო შესაძლებლობებიანი
iPod Nano
-ს და დაბალფასიანი უეკრანო
iPod Shuffle
-ისგან. ყოფილი პროდუქტებია: კომპაქტური
iPod Mini
(რომელიც iPod Nano-მ შეცვალა) და ძვირადღირებული დამატებითი ხაზი
iPod Photo
(რომელიც რეინტეგრირებულ იქნა iPod Classic-ის ხაზში). iPod Classic-ის მოდელები
მედიას
შინაგან მყარ დისკზე ინახავს, დანარჩენი მოდელები, გარდა
Microdrive
-ზე დაფუძნებული მინისა, მათი მცირე ზომის გათვალისწინებით,
ფლეშ მეხსიერებაზე
არის დაფუძნებული. სხვა ციფრული მედია დამკვრელების მსგავსად, iPod-ების ინფორმაციის გარეგან მატარებლებად გამოყენებაც არის შესაძლებელი.
iPod-ებში მედიის გადასატანად Apple-ის პროგრამა
iTunes
გამოიყენება. iTunes
ჯუკბოქს
-პროგრამაა, რომელიც კომპიუტერში არსებული მუსიკალური ფაილებისგან შედგენილ მუსიკალურ ბიბლიოთეკას ინახავს; ასევე შეუძლია
კომპაქტ დისკების
წაკითხვა, ჩაწერა და კოპირება. მისივე მეშვეობით ხდება კომპიუტერიდან ვიდეოების, კალენდრის მოვლენების, კონტაქტების და თამაშების iPod-ის იმ მოდელებში შეტანა, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილების მხარდაჭერა აქვს. 2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით iPod-ის ხაზის 199 მილიონი ერთეულია გაყიდული, რითაც ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი დამკვრელია.
ისტორია და დიზაინი
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
iPod-ის იდეა Apple-ის ციფრული ცენტრის სტრატეგიიდან მოვიდა, როდესაც კომპანიამ ციფრული მოწყობილობების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, პროგრამების შექმნა დაიწყო. ციფრულ ფოტოაპარატებს, კამერებს და ორგენაიზერებს კარგად ჩამოყალიბებული
მეინსტრიმული
ბაზარი ჰქონდა, მაგრამ კომპანიამ აღმოაჩინა, რომ იმ დროისთვის არსებული ციფრული მუსიკალური დამკვრელები „დიდი და მოუხერხებელი ან პატარა და გამოუსადეგარი იყო“. სამომხმარებლო ინტერფეისებით, რომლებიც „დაუჯერებლად საშინელი“ აღმოჩნდა. ამის გამო Apple-მა საკუთარი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა. Apple-ის მოწყობილობების ინჟინერიის განყოფილების თავმჯდომარემ,
ჯონ რუბენშტეინმა
სტივ ჯობსის
დავალებით, ინჟინრების ჯგუფი შეკრიბა დამკვრელი შესამუშავებლად, რომელშიც
ტონი ფადელი
და დიზაინერ-ინჟინერი
ჯონათან აივიც
შედიოდა. პროდუქტი ერთ წელზე ნაკლებ დროში შემუშავდა და საზოგადოებას 2001 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა ის გამოაცხადა, როგორც მაკ-შეთავსებადი პროდუქტი, 5 გიგაბაიტიანი მყარი დისკი, რომლის მეშვეობითაც ჯიბეში 1,000 სიმღერის ჩადება იყო ძშესაძლებელი.
Apple-ისთვის უჩვეულოდ, მან iPod-ის პროგრამა თავიდან ბოლომდე თავად არ განავითარა. ამის მაგივრად მან PortalPlayer-ის პლატფორმას მიმართა, რომელიც 2
ARM
ბირთვზე იყო დაფუძნებული. პლატფორმა ზედაპირულ პროგრამას იყენებდა, რომელიც გაშვებული იყო კომერციულ, მიკროკერნელ ჩაშენებულ ოპერატიულ სისტემაში. Apple-მა კონტრაქტი დადო მეორე კომპანია,
Pixo
-სთან, რათა ის, სტივ ჯობსის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, დახმარებოდა კომპანიას სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინში და განვითარებაში. დაფუძნების შემდეგ, Apple მუდმივად აგრძელებდა პროგრამის ინტერფეისის და დეტალების განახლებას. iPod Mini-დან დაწყებული, ფონტი
Chicago
Espy Sans
-ით შეიცვალა. მოგვიანებით iPod-ები გადაერთვნენ
Podium Sans
-ზე, Apple-ის კორპორატიულ ფონტ,
Myriad
-ის მსაგვს ფონტზე. შემდეგ, ფერად ეკრანიანმა iPod-ებმა
Mac OS X
-ის რამდენიმე თემა გადაიღეს, როგორიცაა აქუა პროგრესი და გახეხილი მეტალის თემა დახურულ ინტერფეისში. 2007-ში, Apple-მა ისევ მოახდინა iPod-ის ინტერფეისის მოდიფიცირება, მეექვსე თაობის iPod Classic-ში და მესამე თაობის iPod Nanoში, ძველი ფონტის
Helvetica
-თი შეცვლით, და ხშირ შემთხვევაში ორად გაყოფილი ეკრანით, რომლის ერთ ნახევარზე მენიუა გამოსახული, ხოლო მერე ნახევარზე ალბომის გარეკნების, ვიდეოების ან სურათების ზუმირებულ, მოძრავ გამოსახულებებს აჩვენებს (იმისდა მიხედვით, თუ რომელი კატეგორიაა მონიშნული).
მოდელები
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
iPod-ის გაუმჯობესება მრავალჯერ მოხდა, და ყოველ მნიშვნელოვან განახლებას "თაობა" ჰქვია. მხოლოდ უახლესი თაობია მოდელები და წინა თაობია გადახარისხებული iPod-ის მოდელებია ხელმისაწვდომი Apple-ისგან. ყოველ მომდევნო თაობას ჩვეულებრივ მეტი ფუნქციები და გაუმჯობესები აქვს, ამავე დროს ისინი უფრო პატარები და მსუბუქები არიან მათ წინამორბედებზე, მაშირ როცა ისინი ინარჩუნებენ (არა ყოველთვის) ძველი მოდელების ფასებს. აღსანიშანვი ცვლილებებია მექანიკური ბორბლის შეხების მგრძნობიარეთი შეცვლა, ფერადი ეკრანების გამოყენება და
მყარი დისკების
ფლეშ მეხსიერებით
ჩანაცვლება.
მოდელი
თაობა
სურათი
მახსოვრობა
კავშირი
თავდაპირველი რელიზის თარიღი
მინიმუმი ოს სინქრონიზაციისთვის
ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა
(საათი)
Classic
პირველი
5, 10
გბ
FireWire
23 ოქტომბერი
2001
Mac:
10.1
აუდიო
10
პირველი მოდელი, მექანიკური გადასახვევი ბორბლით. მოგვიანებით გამოვიდა 10
გბ მოდელი.
მეორე
10, 20
გბ
FireWire
17 ივლისი
2002
Mac:
10.1
ვინ:
2000
აუდიო
10
შეხების მგრძნობიარე ბორბალი.
FireWire
პორტს ჰქონდა დასახური. დაჭერით ჩართვა გადაისინჯა. ვინდოუსთან შეთავსება
Musicmatch
-ით.
მესამე
10, 15, 20, 30, 40
გბ
FireWire
USB
მხოლოდ სინქრონიზაციისთვის)
28 აპრილი
2003
Mac:
10.1
Win:
2000
აუდიო
პირველი სრული რედიზაინი სრულად შეხების მგრძნობიარე ინტერფეისით, დოკ დამაკვშირებელით, და უფრო თხელი კეისით. Musicmatch-ის მხარდაჭერა შეწყდა iTunes 4.1-ის გამოსვლით ვინდოუსისთვის
მეოთხე
Photo
) (
ფერადი
20, 40
გბ
FireWire ან
USB
19 ივლისი
2004
Mac:
10.2
Win:
2000
აუდიო
12
გადმოიღო კლიკ ბორბალი iPod Miniსგან.
ფოტო
30, 40, 60
გბ
FireWire ან USB
26 ოქტომბერი
2004
Mac:
10.2
Win:
2000
აუდიო
15
სლაიდშოუ
ფერადი
20, 60
გბ
28 ივნისი
2005
მე-4 თაობის iPod-ის პრემიუმ დამატებითი ხაზი ფერადი ეკრანით და სურათების ჩვენების შესაძლებლობით.
მოგვიანებით რეინტეგრირდა iPod-ის ძირითად ხაზში.
მეხუთე
30, 60, 80
გბ
USB
FireWire
მხოლოდ დასატენად)
12 ოქტომბერი
2005
Mac:
10.3
Win:
2000
30
გბ
აუდიო
14
ვიდეო
(მოგვიანებით
3.5)
60/80
გბ
აუდიო
20
ვიდეო
3/6.5
მეორე სრული რედიზაინი უფრო თხელი კეისით, ვიდეო შესაძლებლობით და უფრო დიდი ეკრანით. შემოთავაზებული იყო შავი და თეთრი.
მეექვსე
80, 160
გბ
USB
(FireWire მხოლოდ დასატენად)
5 სექტემბერი
2007
Mac:
10.4
Win:
XP
80
გბ
აუდიო
30
ვიდეო
160
გბ
აუდიო
40
ვიდეო
წარმოდეგენილ იქნა ბოლოსართი "კლასიკი". ახალი ინტერფეისი და ანოდირებული ალუმინის წინა საფარი. ვერცხლისფერს ცვლის თეთრი.
Mini
(შეიცვალა
ნანოთი
პირველი
გბ
USB ან FireWire
6 იანვარი
2004
Mac:
10.1
Win:
2000
აუდიო
ახალი პატარა მოდელი, ხელმისაწვდომი 5 ფერში. პირველად წარმოადგინა"კლიკ ბორბალი".
მეორე
4, 6
გბ
USB ან FireWire
22 თაბერვალი
2005
Mac:
10.2
Win:
2000
აუდიო
18
უფრო კაშკაშა ფერებით ბატარეის ხანგრძლივი სიცოცხლე. კლიკ ბორბლის ფერი ეხამება კეისის ფერს. ოქროსფერის გამოშვება შეწყდა.
მოგვიანებით შეიცვალა iPod Nanoთი.
Nano
პირველი
1, 2, 4
გბ
USB
(Firewire მხოლოდ დასატენად)
7 სექტემბერი
2005
Mac:
10.3
Win:
2000
აუდიო
14
სლაიდშოუ
შეცვალა
Mini
ხელმისაწვდომია შავი ან თეთრი და იყენებს ფლეშ მეხსიერებას. ფერადი ეკრანი ფოტოების სამახავად. 1
გბ ვერსია გამოვიდა მოგვიანებით.
მეორე
2, 4, 8
გბ
USB
(FireWire მხოლოდ დასატენად)
12 სექტემბერი
2006
Mac:
10.3
Win:
2000
აუდიო
24
სლაიდშოუ
ანოდირებული ალუმინის კეისი, ხელმისაწვდომია 6 ფერში.
მესამე
4, 8
გბ
USB
(FireWire მხოლოდ დასატენად)
5 სექტემბერი
2007
Mac:
10.4
Win:
XP
აუდიო
24
ვიდეო
2"
QVGA
ეკრანი, ფერები განახლდა შავით, ახალი ინტერფეისი, ვიდეო შესაძლებლობა.
Shuffle
პირველი
512
MB, 1
გბ
USB
(ადაფტერი არაა საჭირო)
11 იანვარი
2005
Mac:
10.2
Win:
2000
აუდიო
12
ახალი დაბალი სეგმენტის მოდელი. იყენებს ფლეშ მეხსიერებას და არ აქვს ეკრანი.
მეორე
გბ
USB
12 სექტემბერი
2006
Mac:
10.3
Win:
2000
აუდიო
12
უფრო პატარა მისამაგრიანი დიზაინი ანოდირებული ალუმინის კეისით. მოგვიანებით დაემატა 4 ფერი. ფერები განახლდა.
Touch
პირველი
8, 16
გბ
USB
(FireWire მხოლოდ დასატენად)
5 სექტემბერი
2007
Mac:
10.4
Win:
XP
აუდიო
22
ვიდეო
ინტერნეტ ბრაუზერით
Safari
, სენსორული ეკრანით,
Wi-Fi
-თ, და უკაბელო კავშირით
iTunes-ის მაღაზიასთან
და
-თან.
iPod-ის გაყიდვები კვარტალების მიხედვით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
iPhone
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
ვიკისაწყობში
არის გვერდი თემაზე:
IPod
iPod-ის ოფიციალური საიტი
Apple's 21st century Walkman
article, Brent Schlender,
Fortune
, November 12, 2001
iPod Nation
article
საიტზე
Wayback Machine
(არქივირებულია ოქტომბერი 15, 2007)
, Steven Levy,
Newsweek
, July 26, 2004
The Perfect Thing
article, Steven Levy,
Wired
, November 2006
iPod (1st generation) complete disassembly
დაარქივებული
2014-03-26 საიტზე
Wayback Machine
at TakeItApart.com
Apple
-ის აპარატული უზრუნველყოფა
Mac
დესკტოპ-
კომპიუტერები
მიმდინარე
iMac
Mac Pro
Mac Mini
გაუქმებული
Apple I
Apple II
Apple III
Apple Lisa
Compact Macintosh
Macintosh II
Macintosh SE
Macintosh SE/30
Macintosh Classic
Macintosh LC
Macintosh LCII
Macintosh Quadra
Macintosh Performa
Macintosh Centris
Power Mac
eMac
ლეპტოპი
მიმდინარე
MacBook (Retina)
MacBook Air
MacBook Pro
გაუქმებული
Macintosh Portable
PowerBook
iBook
MacBook
სერვერი
გაუქმებული
Apple Workgroup Server
Apple Network Server
Xserve
Mac Mini
Mac Pro
მოწყობილობები
მიმდინარე
Apple TV
Apple Watch
iPad
Air
Air 2
iPad Mini
iPad Pro
iPhone
6 / 6 Plus
6S / 6S Plus
SE
iPod
Nano
Shuffle
Touch
გაუქმებული
Interactive TV Box
iPad
პირველი თაობა
მეორე თაობა
მესამე თაობა
მეოთხე თაობა
iPad Mini
პირველი თაობა
iPhone
პირველი თაობა
3G
3GS
4S
5S
5C
iPod Classic
iPod Hi-Fi
iPod Mini
Newton
Apple Pippin
PowerCD
Apple QuickTake
აქსესუარები
მიმდინარე
AirPort
AirPort Express Router
AirPort Extreme Router
AirPort Time Capsule
Magic Mouse 2
Magic Trackpad 2
Apple Pencil
Smart Keyboard
Remote
Siri Remote
External SuperDrive
Magic Keyboard
გაუქმებული
iSight
მოდემები
პრინტერები
სკანერები
Mighty Mouse
Magic Mouse
Magic Trackpad
Apple Wireless Keyboard
Apple Mobile-ის
პროცესორები
64 ბიტი
Apple A7
Apple A8
Apple A8X
Apple A9
Apple A9X
Apple A10 Fusion
32 ბიტი
Apple A4
Apple A5
Apple A5X
Apple A6
Apple A6X
Apple S1
Apple S2
კატეგორია
მოძიებულია „
“-დან
კატეგორია
აუდიო ტექნიკა
Apple Inc.
iPod
თემის დამატება
US