MediaWiki - ვიკიპედია
შინაარსზე გადასვლა
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
MediaWiki
ავტორი
მაგნუს მანსკე
ლი დენიელ კროკერი
მწარმოებელი
Wikimedia Foundation
და MediaWiki-ის მოხალისეები
გამოვიდა
25 იანვარი
2002
24 წლის წინ
2002-01-25
პროგრამირების ენა
PHP
ოს
Windows
OS X
Linux
FreeBSD
Solaris
NetWare
ენა
205
ჟანრი
Wiki
ლიცენზია
GPLv2
საიტი
mediawiki.org
MediaWiki
ქართულად
მედიავიკი
) — პროგრამული მექანიზმი
ვებ-გვერდებისათვის
, რომელიც მუშაობს
Wiki
-ს ტექნოლოგიაზე. ის დაწერილია სპეციალურად
ვიკიპედიისთვის
და გამოიყენება
ფონდი ვიკიმედიის
სხვა პროექტებშიც. მას აგრეთვე იყენებენ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებიც. MediaWiki თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს და ვრცელდება
GNU General Public License
-ის პირობებით.
MediaWiki დაწერილია
PHP
-ზე და მონაცემთა შენახვისათვის იყენებს მონაცემთა რელაციურ ბაზას (შეიძლება
MySQL
-ის,
PostgreSQL
-ის,
SQLite
-ისა და
Oracle
-ის გამოყენება); აქვს პროგრამების —
memcached
-ის და
Squid
-ის მხარდაჭერა.
MediaWiki წარმოადგენს გვერდების ბაზებთან მუშაობის ინტერფეისს, სისტემის ადმინისტრირებასთან წვდომის უფლებების გამიჯვნის შესაძლებლობას, ტექსტის დამუშავების საშუალებას როგორც ვიკი-ტექსტის საკუთარ ფორმატში, ისე
HTML
-ისა და
TeX
-ის ფორმატებში (ფორმულებისთვის), გამოსახულებებისა და სხვა ფაილების ატვირთვის შესაძლებლობას.
გაფართოების მოქნილი სისტემა მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დაამატოს საკუთარი ახალი შესაძლებლობები და პროგრამული ინტერფეისები.
MediaWiki-ის
ლოგოტიპი
არის სიმბოლო გამოყენებული მარკირების ენისა, რომელშიც ბმულების შექმნისათვის გამოიყენება კვადრატული ფრჩხილები ([[]]), რაც გაცილებით უფრო ადვილია
HTML
-ის ტრადიციულ სინტაქსისთან შედარებით.
MediaWiki იყო შემუშავებული სპეციალურად
ვიკიპედიისთვის
გერმანელი სტუდენტის მაგნუს მანსკეს მიერ. თავდაპირველად გამოიყენებოდა UseModWiki-ი (აგრეთვე ცნობილი როგორც „ფაზა I“ — „Phase I“), დაწერილი
Perl
-ზე. შემდეგ, 2002 წლის 25 იანვარს ახალი ვერსია („ფაზა II“ — „Phase II“) გადავიდა
PHP
-ის გამოყენებაზე. ვიკიპედიელთა შორის ეს დღე ცნობილია როგორც „მაგნუს მანსკეს დღე“.
შემდეგი, გაფართოებული და დამატებული ვერსია ერთ დროს ატარებდა სახელწოდებას „ფაზა III“ („Phase III“), თუმცა შემდგომ გადაერქვა და ეწოდა MediaWiki, რამეთუ პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემების გამოყენება გახდა შესაძლებელი არა მხოლოდ
ვიკიპედიაში
, არამედ სხვა პროექტებშიც, და შეიქმნა აუცილებლობა ვერსიის დახვეწილი ნუმერაციისათვის.
სახელწოდება „MediaWiki“ — სიტყვების თამაშია, იგი ხმას აწვდის სახელწოდება
„ვიკიმედიას“
— ვიკიპედიის მშობლიურ ორგანიზაციას. ამ სახელწოდებას ხშირად აკრიტიკებენ „Wikimedia“-ს სახელწოდებასთან არევის გამო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
ვიკიწიგნებში
არის სტატია:
MediaWiki
მედიავიკის მთავარი გვერდი
მედიავიკის ისტორია მედიავიკიზე
სქოლიო
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
Supported languages
translatewiki.net
mediawiki.org
მოძიებულია „
“-დან
კატეგორია
MediaWiki
MediaWiki
თემის დამატება
US