მოგესალმებით,
ქართულ ვიკიპედიაში „არტ-ნუვოს“ ტექსტის დიდი ნაწილი, რაც საქართველოს ნიმუშებს ეხება, ჩემი 2001 წლის ფოტოგამოფენის „მოდერნი თბილისში - Art Nouveau in Tbilisi“ კატალოგის წინათქმიდან არის გადმოწერილი. თუმცა ამის ავტორებმა ტექსტში აღნიშნული საერთაშორისო ტერმინის „არ ნუვოს“ ნაცვლად რატომღაც „არტ-ნუვო“ დაწერეს. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია მინდოდა მომემართა ქართული ვიკიპედიისთვის, რადგან დაუშვებლად მიმაჩია სტილის საერთაშორისო ტერმინის შეცდომით დამკვიდრება.
რაც შეეხება ამ სტილს - ის მე-19 ს-ია ბოლოს გაჩნდა ევროპაში და სხვადასხვა სახელით სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში. საქართველოში, რუსეთის გავლენით, ის დამკვდრდა სახელით „მოდერნი“. 2000 წლებიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სტილის საერთაშორისო ტერმინი - ფრანგული სიტყვა Art Nouveau, რაც ქართულ ვიკიპედიაში (და ზოგიერთ სხვა ქართულ საიტზეც) მოცემულია სიტყვით „არტ-ნუვო“, რაც შეცდომაა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ეს შეცდომა ადრე მეც დავუშვი, როცა სტატია გამოვაქვეყნე 1998 წელს (თბილისმა დაკარგა კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი. ყოველკვირეული ჟურნალი “ეპოქა”, N5. 1998), სადაც მიწერია „არტ ნუვო“, თუმცა, 2000 წელს, როცა ვამზადებდი ჩემ პირველ ფოტო გამოფენას და მის ქართულ-ინგლისურ კატალოგს, საერთაშორისო და აქაური კოლეგების, აგრეთვე, ენათმეცნიერების რჩევით ქართულ ტექსტში დავწერე „არ ნუვო“ დეფისის გარეშე, და მას შემდეგ ეს შეცდომა აღარ დამიშვია. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ალოგიკურია, როცა ფრანგული ტერმინის ორი სიტყვიდან ერთს ინგლისურად იძახი (არტ) და მეორეს ფრანგულად (ნუვო). ამიტომ, ვფიქრობ, უპრიანია ისე დავწეროთ, როგორც გამოითქმის, თუმცა არა „აღ ნუვო“, არამედ „არ ნუვო“, რადგან სიტყვაში „r“ წერია.
მსგავს შემთხვევებში, საკუთარ ენაზე, ძალიან ბევრი ქვეყანა წერს „არ ნუვო“-ს, თუმცა არის გამონაკლისებიც.
1983 წელს ჩემი სადიპლომო ნაშრომი იყო „მოდერნი თბილისში“, და მას შემდეგ დღემდე ამ თემაზე ვმუშაობ, რაც მოცემულია საიტზე
ჩემი ძალისხმევის შედეგად, თბილისი 2000-იანი წლებიდან არის ამ სტილის ორი საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი, ერთი ბრიუსელშია Reseau Art Nouveau Network
და მეორე კი ბარსელონაში Art Nouveau Europan Route
მომავალ წელს, ოქტომბერში, ბარსელონაში ტარდება არ ნუვოს საერთაშორისო კონგრესი, სადაც ჟიურის წევრად ვარ მიწვეული, და სადაც ვაპირებ თბილისის მოდერნზე ახალი ქართულ-ინგლისური წიგნის პრეზენტაციას, რომლის სათაურია „არ ნუვო თბილისში - Art Nouveau in Tbilisi“.
იმედი მაქვს, გაიზიარებთ ჩემ შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე და ქართულ ვიკიპედიაში სიტყვა „არტ-ნუვო“ შეიცვლება საერთაშორისო ტერმინით „არ ნუვო“. რაც შეეხება მთლიანად ტექსტს, რომელიც საკმაოდ არაპროფესიულად არის წარმოდგენილი, სასურველია რომ ისიც შეიცვალოს. მაცნობეთ და ნებისმიერ დროს გამოგიგზავნით გამართულ და ამომწურავ ინფორმაციას არ ნუვოს ისტორიასა და საქართველოსში მის მრავალფეროვან მემკვიდრეობაზე.
პატივისცემით,
ნესტან თათარაშვილი,
არქიტექტორ-რესტავრატორი,
საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის კავშირის ხელმძღვანელი
P. S. ბუნებრივია, იგივეა სხვა, არ ნუვოს მომდევნო სტილის „არ დეკოს (Art Deco)“ შემთხვევაში, რომელივ ქართულ ვიკიპედიაში „არტ-დეკოდ“ წერია
ნესტან თათარაშვილი
განხილვა
წვლილი
17:12, 3 დეკემბერი 2025 (UTC)
პასუხი
ქსე-ს ტ.1 გვ. 583 მიხედვით ამ მიმდინარეობის სახელწოდება უნდა იყოს ან „არ ნუვო“ (დეფისის გარეშე) ან „მოდერნი“. სხვა აკადემიური წყარო მე არ ვიცი ამ თემაზე. ასევე, სანამ აქ არ გადავწყვეთ სახელწოდებაზე, სტატიაში ნუ შეიტანთ ცვლილებებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე @
Jaba1977
, @
MIKHEIL
, @
David1010
? –
Meh
man
20:07, 10 დეკემბერი 2025 (UTC)
პასუხი
ვფიქრობ უახლესი ლიტერატურა რასაც ამბობს ის გამოვიყენოთ, წესიც ხომ ასეთია ვიკიპედიაში?
არ ნუვო
Wiki -
ჯაბა
03:27, 11 დეკემბერი 2025 (UTC)
პასუხი
სანდო, აკადემიური წყარო თუ არსებობს და არა ვიღაცის მიერ თვითნებურად შეცვლილი ტერმინი, მაშინ შეიძლება შეცვლა
David
As
10:14, 12 დეკემბერი 2025 (UTC)
პასუხი
US