გაუტყეურება - ვიკიპედია
შინაარსზე გადასვლა
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ ბოლივიაში განადგურებული ტყეების სატელიტური სურათი. მთელ მსოფლიოში, ველური ბუნების ტერიტორიების 10% დაიკარგა 1990-დან 2015 წლამდე.
გაუტყეურება
— ტყის განადგურება, ნიადაგის მისგან გაწმენდა, რომელიც შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ.
ტყის გაჩეხვის შემდგომ ტერიტორიამ შეიძლება სამეურნეო დანიშნულება მიიღოს, ან გადაკეთდეს რანჩოდ, ფერმად და ურბანულ ტერიტორიად. ყველაზე ხშირად გაუტყეურება ხდება ტროპიკულ
წვიმის ტყეებში
ამჟამად დედამიწის ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით 31% დაფარულია ტყეებით.
ტყის გაჩეხვის მრავალი მიზეზი არსებობს, ხეებს იყენებენ სამშენებლო მასალად და საწვავად, ხოლო გაწმენდილი მიწა პირუტყვის საძოვრად გამოიყენება ან პლანტაციების გასაშენებლად. გარემოსდაცვითი კანონების დეფიციტი ძირითადი ფაქტორია, რამაც ფართომასშტაბიან გაუტყეურებამდე მიგვიყვანა.
2000 -დან 2012 წლამდე, მთელ მსოფლიოში ტყის საერთო რესურსი შემცირდა 2,3 მილიონი კვადრატული კილომეტრით.
დიდი რაოდენობით ხე-ტყის გაჩეხვამ გამოიწვია გარემოს დაზიანება,
ბიომრავალფეროვნების
შემცირება და სტიქიური მოვლენების გახშირება. გაჩეხვა ასევე იწვევს გარკვეული სახეობების გადაშენებას,
კლიმატური
პირობების ცვლილებებს, გაუდაბნოებასა და მოსახლეობის
მიგრაციას
გაუტყეურება ნათლად აისახება ატმოსფეროში არსებულ
ნახშირბადის დიოქსიდის
დონეზე, ვინაიდან მის ძირითად ნაწილს სწორედ მცენარეები ამუშავებენ, ხოლო მისი კონცენტრაციის ზრდა იწვევს
გლობალურ დათბობას
გაუტყეურება ყველაზე უარყოფით გავლენას
ტროპიკულ
და
სუბტროპიკულ ტყეებზე
ახდენს, ვინაიდან მსოფლიოში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების ნახევარზე მეტი ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს.
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
განადგურებული ტყე
ინდონეზიაში
გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის თანახმად, ტყის განადგურების ძირითადი მიზეზი სოფლის მეურნეობაა.
აგრო-კულტურებზე
გაუტყეურების 48% -ზე მეტი მოდის. კომერციულ სოფლის მეურნეობაზე 32%, ხოლო წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 5%.
თანამედროვე პერიოდში, გაუტყეურება შეიძლება გამოწვეული იყოს სამთავრობო ინსტიტუციებში კორუფცით,
10
11
მოსახლეობის რაოდენობის ზრდითა
12
13
14
და ურბანიზაცით.
15
გლობალიზაცია ხშირად განიხილება, როგორც ტყეების გაჩეხვის კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გლობალიზაციის გავლენამ ხელი შეუწყო ტყეების აღდგენას.
16
ტყეების გაჩეხვა წახალისებულია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან, როგორც რასურსის მოპოვება უფრო მომგებიანია, ვიდრე დაცვა.
17
განვითარებადი სამყაროს გადმოსახედიდან, ტყის რესურსების უმეტესობა ხვდება მდიდარ განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებადი ქვეყნები თვლიან, რომ განვითარებული სამყაროს ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საუკუნეების წინ ამოწურა თავისი ტყის მარაგი და ეკონომიკურად ისარგებლა ამით, რაც სიცრუეა, ხოლო მდიდარი ქვეყნების მიერ შექმნილი პრობლემები ისევ ღარიბ ქვეყნებზე აისახება.
18
გარემოზე ზეგავლენა
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
ატმოსფერო
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
ტყის გადაწვა მადაგასკარზე, 2010 წელი.
გაუტყეურება გავლენას ახდენს კლიმატსა და გეოგრაფიაზე.
19
20
21
22
გაუტყეურება გლობალური დათბობის ხელშემწყობი ფაქტორია,
23
24
და ხშირად მოიხსენიება, როგორც სათბურის ეფექტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ტროპიკული ტყეები სათბურის აირების დაახლოებით 20% -ზე მეტს შთანთქავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
25
ტროპიკულ რაიონებში ანთროპოგენური საქმიანობების გამო გამოყოფილი სათბურის აირების თითქმის მესამედი შთაინთქმება.
26
მაგრამ ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, ანთროპოგენური ნახშირორჟანგის ემისია გაუტყეურების გამო საერთო ჯამში, დაახლოებით 12% -ია და მერყეობს 6 –დან 17% –მდე.
27
ტყის გაჩეხვა ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის მატებას იწვევს. როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გროვდება, ის წარმოქმნის ფენას, რომელიც მზიდან წამოსულ სითბოს შთანთქავს, რაც იწვევს გლობალურ დათბობას, რომელიც ცნობილია, როგორც
სათბურის ეფექტი
28
მცენარეები ნახშირბადის დიოქსიდის უდიდეს ნაწილს ამუშავებენ
ფოტოსინთეზის
საშუალებით, გარკვეულ ნაწილს კი ქსოვილის შესაქმნელად იყენებენ, ხოლო როდესაც ხეს ვწვავთ ქსოვილებში დაგროვილი ეს ნახშირბადი გამოთავისუფლდება ნახშირორჟანგის სახით.
ადგილი სადაც ტყე გაიჩეხა, იქ ტემპერატურა უფრო მოიმატებს, ვინაიდან აქამდე არსებული ტყის მასივი გარკვეულწილად ხელს უშლიდა მზის სხივებს, რათა ზედაპირამდე მიეღწიათ. მიუხედავად იმისა, რომ მოდელირება აჩვენებდა კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს, შედეგები არასოდეს ყოფილა ბოლომდე განსაზღვრული, რადგან ზოგჯერ მოდელირება ცდება და არ შეესაბამება მოვლენების განვითარებას.
29
ტყის განადგურება ასევე გავლენას ახდენს ქარისა და წყლის ორთქლის ნაკადებზე და მზის ენერგიის შეწოვაზე, რაც აშკარა გავლენას ახდენს ადგილობრივ კლიმატზე.
წვიმის ტყეებს
დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს
ჟანგბადის
საჭირო რაოდენობის არსებობაში,
30
ტყეების გადაწვა, რათა მის ადგილას სამეურნეო სამუშაოები დაიწყოს, დიდი რაოდენობით ნახშირბადის დიოქსიდს გამოჰყოფს ატმოსფეროში.
24
მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ ტროპიკული ტყეების განადგურება ატმოსფეროში ყოველწლიურად 1,5 მილიარდ ტონას
ნახშირბადს
ათავისუფლებს.
31
ეკონომიკა
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
სატელიტური სურათი, რომელიც გვიჩვენებს გაუტყეურების პროცესს
მალაიზიაში
ტყეებისა და ბუნების დაზიანებამ შესაძლოა შეამციროს ცხოვრების დონის სტანდარტი მსოფლიოში და 2050 წლისთვის გლობალური მშპ დაახლოებით 7% -ით დაიწევს, ნათქვამია მოხსენებაში, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე,
ბონში
, 2008 წელს.
32
ისტორიულად, მცენარეულმა რესურსებმა, მათ შორის ხე-ტყის მასალად და საწვავად გამოყენებამ, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ადამიანის განვითარებაში. დღესდღეობით ხეები სამშენებლო მასალად კვლავ გამოიყენება, ისევე, როგორც ფურცლების დასამზადებლად. განვითარებად ქვეყნებში, თითქმის სამი მილიარდი ადამიანი არის დამოკიდებული შეშით გათბობაზე.
33
ტყის ინდუსტრია ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ტყის გაჩეხვას მოსდევს, ჩვეულებრივ, იწვევს გრძელვადიანი შემოსავლის დაკარგვას.
დასავლეთ აფრიკა
მადაგასკარი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
და მრავალი სხვა რეგიონი ხეების ნაკლებობის შემცირების გამო შედარებით ნაკლებ შემოსავალს იღებს. უკანონო ჩეხვა ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს აყენებს ეროვნულ ეკონომიკებს.
34
სწრაფად მზარდი ეკონომიკა გავლენას ახდენს ტყეების შემცირებაზე. ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც სწრაფად იზრდება.
35
1995 წლის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკურმა ზრდან თითქმის 6% -ს მიაღწია.
35
რაც უფრო იზრდება მოსახლეობა, მით უფრო მეტი ახალი სახლებია საჭირო, რის შედეგადაც იზრდება და ფართოვდება ქალაქები. ყველა ახალ გაფართოებას თან ახლავს გზების გაყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მართალია გზები ავითარებს ეკონომიკას, მაგრამ ასევე ხელს უწყობს გაუტყეურებას.
35
ამ მიზნით განადგურებული ტყეების 90% ამაზონზე მოდის, რაც გამოიწვია ას კილომეტრიანმა გზის გაყვანამ.
36
გავლენა ჯამრთელობაზე
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
2020 წლის მაისში სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისების ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019-2020 წლის
კორონავირუსის პანდემიაზე
პასუხისმგებლები ადამიანები არიან, რადგან ეს უკავშირდება ბუნების განადგურებას და უფრო მწვავე ეპიდემიები შეიძლება თან სდევდეს გარემოს ცვლილებებს, თუ კაცობრიობა არ შეიცვლის გეზს.
37
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ადამიანებში განვითარებული დაავადებების 75% ცხოველებისგან მოდის.
38
80-იანი წლებიდან ყოველ ათწლეულში ახალი დაავადებების რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ძირითადი გამოკვლევების თანახმად, ეკოსისტემების დეგრადაცია ზრდის ახალი ეპიდემიის გავრცელების რისკს. დაავადებები, რომლებიც ადამიანებს ამ გზით გადაეცათ უახლეს ათწლეულებში, მოიცავს აივ ბირუსს,
ებოლას
, ფრინველის გრიპს,
ღორის გრიპსა
და ალბათ
კორონავირუსს
39
2016 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ გამოქვეყნდა მოხსენება სახელწოდებით: „UNEP FRONTIERS 2016 REPORT“. ამ მოხსენებაში, მეორე თავი დაეთმო
ზოონოზურ
დაავადებებს. ამ თავში ნათქვამია, რომ გაუტყეურება, კლიმატის ცვლილება და მეცხოველეობა ძირითადი მიზეზებია, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე დაავადებების გადატანის რისკს ზრდის. აღინიშნა, რომ ყოველ 4 თვეში ერთხელ ადამიანებში ახალი დაავადება ჩნდება. 2020 წლის აპრილში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2 მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, სადაც განმარტავენ, თუ რა კავშირშია ბუნების განადგურება და ველური ცხოველებით ვაჭრობა 2019-2020 წლების კორონავირუსის პანდემიასთან.
40
41
სამხედრო კონტექსტი
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ადამიანებმა სასოფლო-სამეურნეო და ურბანული გამოყენებისთვის გაჩეხეს ტყეები, სამხედრო ზემოქმედებაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო.
ომების დროს დიდი რაოდენობით ტყის მასივი ნადგურდებოდა. ამის მაგალითია 1945 წლის
ოკინავას
ბრძოლა, დაბომბვამ და სხვა საბრძოლო მოქმედებებმა აყვავებული ტროპიკული ლანდშაფტი აქცია „ტალახისა და ტყვიის უზარმაზარ ველად“.
42
ასევე ამერიკელების მიერ, ვიეტნამში გამოყენებული აგენტი ფორთოხალი, რომელმაც დიდი რაოდენობით ხე-ტყე გაანადგურა.
43
44
45
მსგავსი ქმედებები განხორციელდა
კორეის ომში
, ამერიკელების მიერ,
46
მალაიზიაში ბრიტანელების მიერ და
რუსეთის იმპერიის
მიერ
კავკასიაში
, მეცხრამეტე საუკუნეში.
47
ლიტერატურა
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
Fenical, William (September 1983). "Marine Plants: A Unique and Unexplored Resource". Plants: the potentials for extracting protein, medicines, and other useful chemicals (workshop proceedings). DIANE Publishing. p. 147.
ISBN 1-4289-2397-7
Wunder, Sven. (2000). The Economics of Deforestation: The Example of Ecuador. Macmillan Press, London.
ISBN 0-333-73146-8
Williams, Michael. (2003). Deforesting the Earth. University of Chicago Press, Chicago.
ISBN 0-226-89926-8
Whitney, Gordon G. (1996). From Coastal Wilderness to Fruited Plain
: A History of Environmental Change in Temperate North America from 1500 to the Present. Cambridge University Press.
ISBN 0-521-57658-X
FAO (2005):
Global Forest Resources Assessment 2005. Progress towards sustainable forest management
, FAO Forestry Paper 147, siehe
(online)
Ruddiman,n William F. Los tres jinetes del cambio climático Ed. Turner Noema,
ISBN 978-84-7506-852-7
Situación de los bosques del mundo 2009 (FAO)
ISBN 978-92-5-306057-3
Why Forests? Why Now?: The Science, Economics, and Politics of Tropical Forests and Climate.
ISBN 1933286857
Animals and Deforestation.
ISBN 978-1433997075
Deforestation.
ISBN 978-1601520753
Michael Williams. Deforesting the Earth: From Prehistory to Global Crisis, An Abridgment. — University of Chicago Press, 2010. — 561 с. —
ISBN 0226899055
Deforestation: Deforestation causes, impacts and restoration strategies.
ISBN 978-1976942105
Deforestation.
ISBN 978-1448869893
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
ვიკისაწყობში
არის გვერდი თემაზე:
გაუტყეურება
Global map of deforestation based on Landsat data
JICA-JAXA Forest Early Warning System in the Tropics: JJ-FAST (FOREST GOVERNANCE INITIATIVE)
Old-growth forest zones within the remaining world forests
EIA forest reports
: Investigations into illegal logging.
EIA in the USA
Reports and info.
Cocaine destroys 4
m2 of rainforest per gram
The Guardian
"Avoided Deforestation" Plan Gains Support – Worldwatch Institute
OneWorld Tropical Forests Guide
დაარქივებული
2011-07-22 საიტზე
Wayback Machine
Some Background Info to Deforestation and REDD+
General info on deforestation effects
დაარქივებული
2021-04-18 საიტზე
Wayback Machine
Deforestation and Climate Change
Destruction of forests in developing world 'out of control'
Vanishing Forests: New Map Details Global Deforestation
LiveScience.com
TechMediaNetwork.
ციტირების თარიღი: 16 November 2013.
New Amazonian species discovered every two days while the rainforest is trashed by 'relentless deforestation'
Revealed: rampant deforestation of Amazon driven by global greed for meat
National Film Board of Canada documentaries
Battle for the Trees
დაარქივებული
2009-01-30 საიტზე
Wayback Machine
Forest in Crisis
დაარქივებული
2009-05-13 საიტზე
Wayback Machine
Video on Illegal Deforestation In Paraguay
სქოლიო
რედაქტირება
წყაროს რედაქტირება
"Un dizième des terres sauvages ont disparu en deux décennies"
(Radio Télévision Suisse) citing
Watson, James E.M.; Shanahan, Danielle F.; Di Marco, Moreno; Allan, James; Laurance, William F.; Sanderson, Eric W.; MacKey, Brendan; Venter, Oscar (2016).
„Catastrophic Declines in Wilderness Areas Undermine Global Environment Targets“
Current Biology
26
(21): 2929–2934.
doi
10.1016/j.cub.2016.08.049
PMID
27618267
SAFnet Dictionary|Definition For [deforestation
დაარქივებული
25 July 2011 საიტზე
Wayback Machine
. Dictionary of forestry.org (29 July 2008). Retrieved 15 May 2011.
Bradford, Alina. (4 March 2015)
Deforestation: Facts, Causes & Effects
. Livescience.com. Retrieved 13 November 2016.
Deforestation | Threats | WWF
. Worldwildlife.org. Retrieved 13 November 2016.
Henkel, Marlon.
21st Century Homestead: Sustainable Agriculture III: Agricultural Practices
(en).
Lulu.com.
ISBN
9781312939752
"Facts About Rainforests"
დაარქივებული
22 October 2015 საიტზე
Wayback Machine
. The Nature Conservancy. Retrieved 19 October 2015.
Sahney, S.; Benton, M.J. & Falcon-Lang, H.J. (2010).
„Rainforest collapse triggered Pennsylvanian tetrapod diversification in Euramerica“
Geology
38
(12): 1079–1082.
Bibcode
2010Geo....38.1079S
doi
10.1130/G31182.1
დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
last-author-amp=
დახმარება
Rainforest Facts
დაარქივებული
22 October 2015 საიტზე
Wayback Machine
. Nature.org (1 November 2016). Retrieved 13 November 2016.
Investment and financial flows to address climate change
unfccc.int
UNFCCC
(2007).
Burgonio, T.J. (3 January 2008).
„Corruption blamed for deforestation“
Philippine Daily Inquirer
მკვდარი ბმული
WRM Bulletin Number 74
World Rainforest Movement
(September 2003).
დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 4 ოქტომბერი 2008.
ციტირების თარიღი: 10 მაისი 2020.
Marcoux, Alain.
(August 2000)
Population and deforestation
SD Dimensions
Sustainable Development Department, Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO).
დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 28 June 2011.
Butler, Rhett A.
Impact of Population and Poverty on Rainforests
Mongabay.com / A Place Out of Time: Tropical Rainforests and the Perils They Face
ციტირების თარიღი: 13 May 2009.
Rochen, Andy.
The Choice: Doomsday or Arbor Day
umich.edu
დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 16 April 2009.
Ehrhardt-Martinez, Karen.
Demographics, Democracy, Development, Disparity and Deforestation: A Crossnational Assessment of the Social Causes of Deforestation
Paper presented at the annual meeting of the American Sociological Association, Atlanta Hilton Hotel, Atlanta, GA, 16 August 2003
დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 10 დეკემბერი 2008.
ციტირების თარიღი: 13 May 2009.
Hecht, Susanna B.; Kandel, Susan; Gomes, Ileana; Cuellar, Nelson; Rosa, Herman (2006).
„Globalization, Forest Resurgence, and Environmental Politics in El Salvador“
(PDF)
World Development
34
(2): 308–323.
doi
10.1016/j.worlddev.2005.09.005
. დაარქივებულია
ორიგინალიდან
(PDF)
— 29 ოქტომბერი 2008
. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2020
მითითებულია ერთზე მეტი
archiveurl=
და
archive-url=
დახმარება
);
მითითებულია ერთზე მეტი
archivedate=
და
archive-date=
დახმარება
);
მითითებულია ერთზე მეტი
accessdate=
და
access-date=
დახმარება
Pearce, David W (December 2001).
„The Economic Value of Forest Ecosystems“
(PDF)
Ecosystem Health
(4): 284–296.
doi
10.1046/j.1526-0992.2001.01037.x
Bulte, Erwin H; Joenje, Mark; Jansen, Hans GP (2000).
„Is there too much or too little natural forest in the Atlantic Zone of Costa Rica?“
Canadian Journal of Forest Research
30
(3): 495–506.
doi
10.1139/x99-225
NASA DATA SHOWS DEFORESTATION AFFECTS CLIMATE
Nasa
(9 June 2004).
დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 28 ივნისი 2009.
ციტირების თარიღი: 10 მაისი 2020.
Mweninguwe, Raphael.
(15 February 2005)
Massive deforestation threatens food security
newsfromafrica.org.
დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 18 ივლისი 2011.
ციტირების თარიღი: 10 მაისი 2020.
Confirmed: Deforestation Plays Critical Climate Change Role
, ScienceDaily, 11 May 2007.
Clearing Forests May Transform Local—and Global—Climate; Researchers are finding that massive deforestation may have a profound, and possibly catastrophic, impact on local weather
დაარქივებული
13 April 2013 საიტზე
Wayback Machine
. Scientific American (4 March 2013)
Deforestation causes global warming
დაარქივებული
2009-08-05 საიტზე
Wayback Machine
, FAO
Fearnside, Philip M.; Laurance, William F. (2004). „Tropical Deforestation and Greenhouse-Gas Emissions“.
Ecological Applications
14
(4): 982.
doi
10.1890/03-5225
Deforestation and desertification
IPCC Fourth Assessment Report, Working Group I Report "The Physical Science Basis",
Section 7.3.3.1.5
დაარქივებული
2011-03-15 საიტზე
Wayback Machine
p. 527
Van Der Werf, G. R.; Morton, D. C.; Defries, R. S.; Olivier, J. G. J.; Kasibhatla, P. S.; Jackson, R. B.; Collatz, G. J.; Randerson, J. T. (2009). „CO
emissions from forest loss“.
Nature Geoscience
(11): 737–738.
Bibcode
2009NatGe...2..737V
doi
10.1038/ngeo671
Mumoki, Fiona (18 July 2006).
"The Effects of Deforestation on our Environment Today".
Panorama. TakingITGlobal..
Findell, Kirsten L.; Knutson, Thomas R.; Milly, P. C. D. (2006).
„Weak Simulated Extratropical Responses to Complete Tropical Deforestation“
Journal of Climate
19
(12): 2835–2850.
Bibcode
2006JCli...19.2835F
CiteSeerX
10.1.1.143.9090
doi
10.1175/JCLI3737.1
„How can you save the rain forest. 8 October 2006. Frank Field“
The Times
. London. 8 October 2006. დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 17 მაისი 2008
. ციტირების თარიღი:
1 April
2010
Defries, Ruth; Achard, Frédéric; Brown, Sandra; Herold, Martin; Murdiyarso, Daniel; Schlamadinger, Bernhard; De Souza, Carlos (2007).
„Earth observations for estimating greenhouse gas emissions from deforestation in developing countries“
(PDF)
Environmental Science Policy
10
(4): 385–394.
doi
10.1016/j.envsci.2007.01.010
. დაარქივებულია
ორიგინალიდან
(PDF)
— 18 January 2012.
Nature loss 'to hurt global poor'
, BBC News, 29 May 2008.
Forest Products
დაარქივებული
24 July 2011 საიტზე
Wayback Machine
. (PDF). Retrieved 4 December 2011.
Destruction of Renewable Resources
rainforests.mongabay.com
Chomitz, Kenneth; Gray, David A. (1999).
„Roads, lands, markets, and deforestation: a spatial model of land use in Belize“
. Policy Research Working Papers.
doi
10.1596/1813-9450-1444
დამოწმება journal საჭიროებს
journal=
-ს (
დახმარება
Ferraz, Silvio Frosini de Barros; Vettorazzi, Carlos Alberto; Theobald, David M. (2009).
„Using indicators of deforestation and land-use dynamics to support conservation strategies: A case study of central Rondônia, Brazil“
Forest Ecology and Management
257
(7): 1586–1595.
doi
10.1016/j.foreco.2009.01.013
Davidson, Jordan.
Scientists warn worse pandemics are on the way if we don’t protect nature
ციტირების თარიღი: 5 May 2020.
Vidal, John (2020-03-18).
Tip of the iceberg': is our destruction of nature responsible for Covid-19?“
The Guardian
(ინგლისური).
ISSN
0261-3077
. ციტირების თარიღი:
2020-03-18
Shield, Charli (16 April 2020).
„Coronavirus Pandemic Linked to Destruction of Wildlife and World's Ecosystems“
Deutsche Welle
. ციტირების თარიღი:
16 April
2020
A message from nature: coronavirus
დაარქივებულია
ორიგინალიდან
— 6 ნოემბერი 2020.
ციტირების თარიღი: 1 May 2020.
How nature can protect us from pandemics
ციტირების თარიღი: 1 May 2020.
Higa, Takejiro.
Battle of Okinawa
დაარქივებული
2011-07-20 საიტზე
Wayback Machine
, The Hawaii Nisei Project
(1984)
Pesticide Dilemma in the Third World: A Case Study of Malaysia
Phoenix Press,
გვ. 23.
(2004)
Encyclopedia of World Environmental History
Routledge.
ISBN
978-0-415-93732-0
Marchak, M. Patricia
(18 September 1995).
Logging the globe
McGill-Queen's Press – MQUP,
გვ. 157–.
ISBN
978-0-7735-1346-4
ციტირების თარიღი: 4 December 2011
„DEFOLIANT DEVELOPED BY US WAS FOR KOREAN WAR“.
States News Services
. 29 May 2011.
Arreguín-Toft, Ivan
(8 December 2005)
How the Weak Win Wars: A Theory of Asymmetric Conflict
, Cambridge Studies in International Relations ISSN 0959-6844.
Cambridge:
Cambridge University Press,
გვ. 61.
ISBN
9780521839761
„[...] Voronzov [...] then set about organizing a more methodical destruction of Shamil and the subsequent conquest of the Caucasus. Over the next decade, this involved nothing more complicated or less deadly than the deforestation of Chechnia.“
მოძიებულია „
“-დან
კატეგორია
ტყეები
გარემოს დაცვა
ანთროპოგენური კატასტროფები
კლიმატოლოგია
კლიმატის ცვლილება
კლიმატის ზემოქმედება
რესურსები
ბუნებრივი რესურსები
ბუნებრივი რესურსების მართვა
წვიმის ტყეები
ეკოსისტემა
დამალული კატეგორია:
CS1-ის შეცდომები: მოძველებული პარამეტრები
გვერდები, სადაც გამოწმებაში გამოყენებულია ზედმეტი პარამეტრები
CS1-ის შეცდომები: აკლია პერიოდული გამოცემა
გვერდები, რომლებიც იყენებენ ISBN magic ბმულებს
გაუტყეურება
თემის დამატება